საფრანგეთის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობს

0
1843

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყველა ციფრული აქტივის პროვაიდერისთვის იურიდიული ჩარჩოს შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Lesecho.fr იტყობინება.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიამ, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს კანონმდებლობის შესწორება შესთავაზა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულაციის შესახებ. ეროვნულმა ასამბლეამ სექტემბრის ბოლოს უნდა იმსჯელოს შესწორებების შესახებ.

დეპუტატების ვალერია ფაურ-მანთაიენის, კრისტინა ჰენაიონის და ერიკ ბათორელის მიერ შეტანილი ცვლილება მიზნად ისახავს არსებული სამართლებრივი ბაზის გაფართოებას, რათა ყველა კრიპტოვალუტის ბაზრის მონაწილემ მიიღოს თანხმობა მარეგულირებლისგან, რათა მათ ლეგალურად შეძლონ ოპერირება. LesEcho წერს, რომ მარეგულირებლის მიერ მინიჭებული ლიცენზია ბირჟებისთვის სანდოობის გარანტია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი კრიპტოვალუტის საკითხებში, ჟან-პიერ ლანდაუ აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

“დღევანდელ ეტაპზე სწორი მიდგომა იქნებოდა კრიპტოვალუტის რეგულაციისგან გათავისუფლება, მაგრამ პარალელურად ჩვენ გვჭირდება ისეთი ზომების მიღება, რომლის დროსაც თავიდან იქნება აცილებული ციფრული ვალუტის საკითხებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებები”,- აღნიშნავდა ჟან-პიერ ლანდაუ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი