კრიპტოვალუტის კურსი მკვეთრად გაიზარდა: 12 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
3044

12 აპრილი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის ნამდვილად პოზიტიური დღე იყო. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა მოიმატა და ასცდა 7.000 დოლარის ნიშნულს. ჩანს, რომ კრიპტოვალუტა აქტიურდ იბრძვის 8.000 დოლარის მაჩვენებლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა, თუ რას შეეძლო ფასის ასეთი მკვეთრი მატება, Twitter- ის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ბიტკოინის კურსის ზრდა განაპირობა იმ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ბიტკოინის ფლობა შარიათის კანონის მიხედვით ნებადართულია.

ამჟამად, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით, 7.817 დოლარია, ეს არის დაახლოებით, 14%-იანი ზრდა 24 საათის განმავლობაში.

ეთერიუმის ფასსმაც ასევე მნიშვნელოვნად მოიმატა. კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით, 465 დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტამ 24 საათის განმავლობაში 12%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დიდი მაჩვენებელი ამ თვეში პირველად დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი