ტაივანის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის წესებს ამკაცრებს

0
1320

ტაივანის საკანონმდებლო ორგანომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები თავის მხრივ, კრიპტო სივრცეს ახალ მოთხოვნებს უყენებს.

ამის შესახებ FocusTaiwan-ი იტყობინება.

ტაივანის ფულის გათეთრების კონტროლისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის აქტის ახალი ცვლილებით, ტაივანის ფინანსური ზედამხედველობის კომისია უფლებამოსილია შეზღუდოს ანონიმი პირების მიერ კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები.

ტაივანის მარეგულირებელი მოითხოვს, რომ ბირჟებზე მომხმარებლები რეალური სახელითა და გვარით დარეგისტრირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები ამ წესს არ დაემორჩილებიან მარეგულირებელი ბანკის ბერკეტს გამოიყენებს და შესაძლოა, მომხმარებელს საბანკო ანგარიშებიც კი გაუყინოს.

ტაივანის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცვლილებები უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისში ტაივანის საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც კრიპტო ინდუსტრიისთვის რეგუალაციათა სისტემა უნდა შეექმნა.

ამასთანავე, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მარეგულირებელი მიზნად ისახავდა კრიპტოვალუტის სივრცეში სამთავრობო ჩარევის ნაკლებობას. მაშინ მარეგულირებელი მიიჩნევდა, რომ ინდუსტრიაში არსებული რეგულაციის სისტემა საკმარისი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი