ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილე: კრიპტოვალუტამ ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას

0
911

ინგლისის ბანკის ფინანსური სტაბილურობის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერ ჯონ კანლიფმა განაცხადა, რომ ციფრულმა ვალუტამ ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.

მედიასთან ინტერვიუს დროს სერ ჯონ კანლიფმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტების პოპულარულობის სწრაფმა ზრდამ და მათმა ინტეგრაციამ ტრადიციულ ფინანსურ სერვისებთან მალე შეიძლება გამოიწვიოს სისტემური პრობლემები.

”კრიპტოვალუტა ძალიან სწრაფად ვითარდება და უფრო მეტად ინტეგრირდება ტრადიციულ ფინანსურ სისტემებში. ასე რომ, ის მომენტი, როდესაც ციფრული ვალუტები საფრთხეს შეუქმნიან ამ სექტორს უკვე ახლოვდება. ვფიქრობ, მარეგულირებლებმა და კანონმდებლებმა უნდა იფიქრონ ამაზე“, – განაცხადა ინგლისის ბანკის ფინანსური სტაბილურობის ხელმძღვანელის მოადგილემ.

მიუხედავად გამოთქმული შეშფოთებებისა და გაფრთიხლებებისა, კანლიფმა სტაბილკოინებთან დაკავშირებული საფრთხეები უარყო.

”არსებობს წინადადებები ახალი მოთამაშეებისაგან, რომლებიც არ არიან ბანკები, მათ შორის ზოგიერთი მსხვილი ტექნოლოგიური და სოციალური მედიის პლატფორმაა. მათ სურთ გამოუშვან საკუთარი ფული. ვფიქრობ, რომ ეს წინადადებები ჯერ არ არის იმდენად მასშტაბური, რომ ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ”,- განაცხადა სერ ჯონ კანლიფმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი