კრიპტობაზრის სტრატეგისტის აზრით, ბიტკოინის ფასი 12.000 დოლარამდე აიწევს

0
3018

Blue Lines Futures-ის პრეზიდენტი ბილ ბერაჩი აცხადებს, რომ ბიტკოინის კურსი გრძელვადიან პერსპექტივაში განაგრძობს ზრდას. მისი მოსაზრებით, ამ ეტაპზე ბიტკოინის ზრდის ტენდენცია 11.500-სა და 11.800 დოლარს შორისაა.

ამ წლის თებერვალში ბიტკოინის ფასი 7.000 დოლარამდე დაეცა. მაშინ Blue Lines Futures-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიტკოინი შეძლებდა ასეთი დაბალი მაჩვენებლიდან კურსის მაღალი მაჩვენებლის დაბრუნებას.

ახლა ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით, 9.280 დოლარამდე მერყეობს. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასმა ბოლო 24 საათში 2%-ზე ცოტა მეტით მოიმატა.

ბილ ბერაჩმა გუშინ განაცხადა, რომ სექტორში კვლავ მოელიან ბიტკოინის გრძელვადიან პერსპექტივას. მისი მოსაზრებით, ის, რომ კრიპტოვალუტამ 11.800 დოლარის ზღვარი დაარღვიოს ეს იქნება ექსტრემალურად მომატებული კურსი. იგი ასევე ალტკოინების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მოყოლებული თებერვლის თვიდან ბევრი ალტკოინის ღირებულება გაორმაგებულია.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის და განსაკუთრებით ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით ანალიტიკოსებისა და ინვესტორების ნაწილი ორ ჯგუფად არის გაყოფილი.

ნაწილი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცემა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით წლის ბოლომდე ბიტკოინი 100.000 დოლარის ნიშნულამდე მიღწევას შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი