რობ სლამერი: ბიტკოინის კურსის ვარდნა თვეების განმავლობაში არ გაგრძელდება

0
2306

Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსის აზრით, ბიტკოინის კურსის დაცემა შესაძლოა კვირეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

რობ სლამერის განცხადებით, კურსის ვარდნა თვეები არ გაიწელება. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ბიტკოინმა ფასის ზრდა განაახლოს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ კვირაში დაფიქსირებულ ბარიერებს გადალახავს.

“ამ კვირაში ფასის დაცემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბიტკოინს. ამ ეტაპზე საჭიროა ფასის მატებასთან ერთად გრძელვადიანი პოზიციების დაკავება”,-განაცხადა სლამერმა.

ამასთანავე, იაპონელი ტექ.-ანალიტიკოსმა სოიჩირო ცუცუმიმ Bloomberg-თან საუბარში აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასის ასეთი დონის კლება საგანაგაშოა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კრიპტოვალუტის კურსი 6.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ანალიტიკოსის აზრით საკმაოდ ცუდი ნიშანია.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს ბიტკოინის კურსი 5.600 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება კრიპტოვალუტის მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელს, ის 99,712,077,259 დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი