ბოგოტაში Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი იხსნება

0
1363

კოლუმბიის დედაქალაქმა დაიწყო უფასო ონლაინ კურსების სერია, რომელიც მსურველებს ციფრულ ტექნოლოგიას შეასწავლის.

პროგრამა Bogota Aprende Blockchain ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ბოგოტის მერის ოფისის მიერ დაფინანსებული პროგრამა ქალქში ტექნოლოგიური ინოვაციების გაძლიერებისთვის შეიქმნა.

კურსი მოიცავს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა Cloud Computing, Imperive Experience, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

სწავლის პერიოდში მოსწავლეები გაეცნობიან Blockchain-ის მოქმედებასა და გამოყენებას.

”Blockchain ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია,”- განმარტა ბოგოტის მერმა.

კურსი გრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში და არ აქვს რეგისტრაციის კონკრეტული ვადები.

მომავალ კვირას COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ბოგოტის სავაჭრო პალატა ასევე გამართავს უფასო ვებსემინარს თემაზე: “Fintech-ის გამოწვევები და შესაძლებლობები”.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუიქი დაინტერესებული იყო ციფრული ტექნოლოგიებით.

პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოლუმბიას სჭირდება მარეგულირებელი ორგანო, რათა ციფრული გარემო უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი