კამბოჯის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შემოდგომამდე გამოვა

0
1686

კამბოჯის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის შექმნისთვის ემზადება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია კრიპტოვალუტა Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

ორი დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, კამბოჯის ეროვნული ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ჩაა სერიმმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა “ბეკონგმა” ამ თვეში საპილოტე პროგრამა დაიწყო. მისი თქმით, უკვე ამ კვარტალში ციფრული ვალუტა მიმოქცევაში ჩაეშვება.

მაქსიმალური დრო 2020 წლის სექტემბერია.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტს უკვე აქვს 11 ადგილობრივი ბანკის მხარდაჭერა.

”ბეკონგი კამბოჯის საგადასახადო სივრცეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რაც მთავარია მომხმარებლისთვის გადახდები გამარტივდება. საბოლოოდ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ციფრული ვალუტის სისტემით საერთაშორისო გადახდებიც განხორციელდება”,-აღნიშნა კამბოჯის ეროვნული ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოში სინგაპურში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Limestone Network-მა კამბოჯას დედაქალაქის ცენტრში “ჭკვიანი სამეზობლოს” შენარჩუნების მიზნით Blockchain ტექნოლოგია დანერგა.

როგორც Tech in Asia წერდა, პნომპენში მდებარე 100 ჰექტარი მოიცავდა საცხოვრებელ ფართებს, ოფისებს, საცალო ცენტრებს, სკოლებსა და მასშტაბურ საგამოფენო დარბაზსაც.

Limestone Network-ი შეიქმნა სინგაპურის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამარტივება იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი