ინვესტორი ჯონ პფერი: ბიტკოინი ოქროზე უკეთესია

0
2982

Soh-ის საინვესტიციო კონფერენციაზე საუბრისას ინვესტორმა ჯონ პფერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ოქროს შემცვლელი პირველი კანდიდატი. მან იქვე დაამატა, რომ ბიტკოინი უკეთესია, ვიდრე ძვირფასი ლითონი.

CNBC-სთან ინტერვიუში პფერმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი 90.000 დოლარს მიაღწევს, რაც პოტენციურად ნიშნავს, რომ ბიტკოინის კურსი 700.000 დოლარზე აიწევს.

ჯონ პფერის თქმით, ბიტკოინის ფასმა რამდენიმე ასეული ათასს შეიძლება მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი ძირითადი სარეზერვო ვალუტა გახდება, რომელიც მისი შეფასებით ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც შესაძლებელია.

“გულახდილად, რომ ვთქვათ ოქრო არის სისულელე. ჩვენ ვართ სივრცე, ციფრული საზოგადოება და ჩვენ კვლავ ყვითელ მეტალს ვიყენებთ, როგორც ჩვენი ქონების ღირებულებას, რაღაც მომენტში ჩვენ უკეთეს ტექნოლოგიას ვგეგმავთ. ბიტკოინი არის პირველი კანდიდატი. ჩვენ ვნახავთ, რომ ის იმუშავებს”, -განაცხადა ჯონ პფერმა.

იქვე, პფერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი არ ემხრომა საკითხს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ბიტკოინით შესაძლებელია ისეთი მომსახურეობის მიღება, როგორიცაა მაგალითად, ბიტკოინით ფინჯანი ყავის საფასურის გადახდა.

თუმცა, ჯონ პფერი იმასაც ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ვალუტა გაუფასურებულია ბიტკოინი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ყოველდღიური გამოყენებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი