აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია: ICO-ს აკრძალვა ან მეტი რეგულაცია საჭირო არ არის

0
2946

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის წარმომადგენელმა რობერტ ჯექსონმა CNBC- ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ICO-სთან დაკავშირებული საქმიანობის დროს მომხმარებლის დაცვა.

როდესაც ჯექსონს კითხვა კრიპტოვალუტასა და ICO-ზე დაუსვეს მან უპასუხა, რომ მას ჯერ ისეთი შემთხვევა არ უნახავს, რომლის დროსაც ICO- სთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხი არ ყოფილიყო გათვალისწინებული.

უსაფრთხოების საკითხი არის მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც ჯექსონი ამბობს კრიპტო სივრცეში შემაშფოთებელი მოვლენები ხდება განსაკუთრებით კი, ICO-ს სივრცეში.

“ინვესტორებს რთული დრო დაუდგათ. მათ უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან ინვესტიციები და თაღლითობა”,- აღნიშნა რობერტ ჯექსონმა.

მიუხედავად ამისა, რობერტ ჯექსონი არ ფიქრობს, რომ პირველად მონეტარულ შეთავაზებას აკრძალვა ან მეტი რეგულაცია სჭირდება. თუმცა, მისი აზრით, საჭიროა აქცენტი ინვესტორთა დაცვაზე გაკეთდეს, რათა საბოლოო ჯამში ბაზარი არ დაზარალდეს.

რობერტ ჯექსონი მიიჩნევს, რომ ICO-ს რეგულაცია უნდა შეესაბამებოდეს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ დაწესებულ წესებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის თებერვალში გამართულ მოსმენაზე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ და სასაქონლო სავაჭრო კომისიამ ხელშეკრულება დადეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისეთ ციფრულ ლეჯერ ტექნოლოგიას, როგორიც არის Blockchain-ი, სჭირდება მცირე დოზით რეგულაცია, ხოლო ICO-ს ყველაზე მეტად სჭირდება რეგულაციის სისტემის შემოღება.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხს, ის Blockchain-ისა და ICO-ს შორის დგას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი