კრიპტოვალუტის ბირჟა ShapeShift-ი მომხმარებელს განახლებულ სისტემას სთავაზობს

0
1126

კრიპტოვალუტის ბირჟა ShapeShift–მა დღეს გამოაცხადა ათეული დეცენტრალიზებული ბირჟის სისტემის (DEX) პროტოკოლის ინტეგრაცია, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მომხმარებლების საერთო ცოდნის ბაზისის შექმნასა და მასზე დაყრდნობით უფრო ხელმისაწვდომი და კონფორტული ქსელის აშენებას.

ინტეგრაციის დაწყებამდე, ShapeShift-მა მოსთხოვა მომხმარებლებს, გაეარათ KYC პროცესი (მომხმარებლის მონაცემების ნამდვილობის დადასტურება), რათა კომპანია კანონთან იურიდიულ შესაბამისობაში დარჩენილიყო.

მედიასთან საუბრის დროს ShapeShift–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ ვურჰისმა აღნიშნა, რომ რეგულირებადი სერვისები გააგრძელებს ოპერაციებს იმ აქტივებზე, რომლებიც ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი DEX–ების საშუალებით.

”ჩვენი მომხმარებლების პირდაპირ DEX ვაჭრობაში ინტეგრირებით, ჩვენ ვეხმარებით მათ, რაც ნიშნავს, რომ ვაჭრობის დაწყებისას ისინი თავად შეასრულებენ მათთვის სასურველ ოპერაციას ჩვენი ჩარევის გარეშე, ჩვენ არც შუამავლები და არც აღმასრულებელები ვიქნებით”,- განაცხადა ShapeShift–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი