4 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
846

სამშაბათს, 4 იანვარს ციფრული ვალუტების ბაზარს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. უფრო მეტიც, დღეს კრიპტოვალუტების ფასებმა ოდნავ დაიკლო.

ბიტკონის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 0.49%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსმა 46.000 დოლარის ნიშნული დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 47.881-სა და 45.752 დოლარს შორის მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი მხოლოდ 3.73%-ით შემცირდა.

ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: ბიტკოინი 39.4%, ხოლო ეთერიუმი 20.4%.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი მცირედიდ გაუმჯობესდა. ეთერიუმის ფასი 3.876-სა და 3.595 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის მანძილზე ალტკოინის ფასმა 3.794 დოლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 214 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი