26 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1349

ოთხშაბათს, 26 ივნისს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა. დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასების ზრდის ტენდენცია.

გუშინ ბიტკოინის ფასმა 13.000 დოლარის დონემდე მოიმატა.

26 ივნისს ბიტკოინმა 12.000 დოლარის ზღვარი დასძლია. კრიპტოვალუტის ფასი დღის განმავლობაში 13.252-სა და 13.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 21%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ეთერიუმს: 26 ივნისს ეთერიუმის კურსი 352 დოლარამდე გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი 14%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ეთერიუმის ფასმა 309 დოლარიდან დაიწყო კურსის ზრდა. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 350 დოლარის ფარგლებში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 376 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი