თებერვლიდან “რობინჰუდის” მობილური აპლიკაციით კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შესაძლებელი იქნება

0
4627

თებერვლიდან უფასო საფონდო ბირჟის მობილური აპლიკაცია “რობინჰუდი” მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ბიტკონითა და ეთერიუმით ივაჭრონ.

კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებისთვის ეს შესანიშნავი შეთავაზებაა იმის ფონზე, როდესაც Coinbase-მა კლიენტებს 0.1-დან 4% ტრანზაქციებზე გადასახადი გაუზარდა.

“რობინჰუდი” მომხმარებლებს ასევე, საშუალებას მისცემს აკონტროლონ სხვა კრიპტოვალუტების ფასი. ასეთი კრიპტოვალუტების რიცხვში შედის რიპლი და ლაიტკოინი. თუმცა, სავაჭრო ფუნქცია მხოლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმზე იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ანალიზის და გარიგების შეთავაზებით, კომპანია იმედოვნებს, რომ უფრო მეტ მომხმარებელზე მოიზიდავს.

“ჩვენ გვჯერა, რომ კრიპტოვალუტებს აქვთ ფუნდამენტური რეორგანიზაციის შესაძლებლობა, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ ფული ფინანსური ინსტიტუტებიდან ადამიანების ხელში გადავა”- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კლიენტებს “რობინჰუდით” ვაჭრობა ზედმეტი გადასახადის გარეშე შეეძლებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი