Polygon-ი Supernet-ის ქსელს ქმნის

    ეთერიუმის სკალირების ქსელმა Polygon-მა ახალი ქსელი გამოუშვა.

    კომპანია Web3-ის განვითარებისთვის ახალ მომხმარებლებს, რომლებიც ქსელს განვითარებაში დაეხმარებიან 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტის გამოყოფას დაჰპირდა.

    ეს ახალი ქსელი Polygon Supernet-ია. ის დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს ხარჯების გარეშე შექმნან პროექტები.

    დეველოპერებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პროექტები Supernet-ის სუვერენულ ან საზიარო უსაფრთხოების ჯაჭვზე განათავსონ. ამ ორ ქსელს ვალიდატორების რაოდენობა და მათი კვალიფიაკცია განასხვავებს.

    პირველს მართავს ერთი ვალიდატორი, ხოლო მეორე არის გამარტივებული გზა დეცენტრალიზაციისაკენ, რომელსაც Polygon-ის ჯაჭვის შემქნელი ვალიდატორები ჯგუფურად მართავენ.

    Polygon-ის თანადამფუძნებელმა Sandeep Nailwal-მა განაცხადა, რომ Supernet ქსელი კომპანიას დასახული მიზნების განხორციელებაში ეხმარება.

    მსგავსი პროექტი კი Blockchain ტექნოლოგიების განვითარებას ცალსახად უწყობს ხელს.

    Polygon-მა თავისი მიზნების შესახებ ბოლო დაფინასების რაუნდში ისაუბრა. დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Sequoia Capital India, SoftBank Vision Fund 2, Galaxy Digital-ი და Tiger Global-ი.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *