ჩინეთის ეროვნული Blockchain ქსელი ფართოვდება

0
1612

ჩინეთის Blockchain სერვისული ქსელი კიდევ სამ მთავარ Blockchain-ს გააერთიანებს.

ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Blockchain ინიციატივა, Blockchain სერვისული ქსელი – BSN, ახორციელებს მსხვილი Blockchain-ის კიდევ ერთი ჯგუფის მხარდაჭერას. მათ გააერთიანეს Polkadot-ი, Oasis-ი და Bityaun-ის ეკოსისტემა.

Polkadot-ის Blockchain პროტოკოლი შექმნილია მრავალი სპეციალიზირებული Blockchain-ის ერთ გაერთიანებულ ქსელში დასაკავშირებლად.

Polkadot-ი ასევე საშუალებას იძლევა დაამუშავოს რამდენიმე ოპერაცია, ერთმანეთის პარალელურად არსებულ ჯაჭვზე, ქსელის სიმძლავრის კიდევ ერთი დონის ასამაღლებლად.

Oasis-ი სპეციალიზირებულია კერძო და მასშტაბურ დეცენტრალიზებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში, ხოლო Bityuan-ი არის Blockchain-ის გადაწყვეტილებების მიმწოდებელი ჩინური კომპანიებისთვის.

იფან ჰიმ-მ, Red Date Technology-ისა და BSN განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ Bityuan-ის სისტემა სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინეთში.

”ვხედავ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში ტრიალებს Bityuan-ის ბაზაზე აგებული კომერციული გამოყენების შემთხვევები. მე მჯერა, რომ ამ ინტეგრაციით BSN აღძრავს მთელ მსოფლიოში დეველოპერებს და ისინი შექმნიან dapps, რომლებიც საწარმოზე დაფუძნებული და კომერციული მიმართულებაა”,-აღნიშნა იფან ჰუმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი