სამხრეთ კორეაში სამთავრობო სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შეეზღუდებათ

0
2304

სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც, სამთავრობო სტრუქტურაში მომუშავე პირს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები შეეხება.

ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საზოგადოება აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ სამთავრობო სტრუქტურის ერთ-ერთი თანამშრომელი შიდა ტრანზაქციების შედეგად გარკვეულ მოგებებს ნახულობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური მომსახურების კომისია კვლავ იძიებს საკითხს, სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი ლი ნაკ-იეონი ხაზგასმით აღნიშნავს: “ვირტუალური ვალუტის სამართლებრივი ხასიათი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ხალხი მაინც აღაშფოთა ამ ფაქტმა”.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა “ადამიანური რესურსების ინოვაციებისა და მოქალაქეების უფლებათა კომისიას” უბრძანა, რომ თითოეული ინსტიტუციისთვის გარკვეული წესები შეემუშავებინა.

მიუხედავად ამისა, ფინანსური სერვისების კომისიამ (FSC) ოფიციალურად განაცხადა, რომ ვირტუალური ვალუტა არ არის კანონით განსაზღვრული ფინანსური პროდუქტი.

ამ თვის დასაწყისში, ფინანსური სერვისებისა (FSC) და მიუკერძოებელი ვაჭრობის კომისიებმა (FTC) ასევე, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა (FSS) თავიანთ თანამშრომლებს ურჩია, რომ თავი შეიკავონ სამუშაო საათებში კრიპტოვალუტებით ვაჭრობისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი