Coinbase-ი და Team Liquid-ი თანამშრომლობას იწყებენ

0
1287

Coinbase-ი Team Liquid-ის ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში Team Liquid-მა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის ბირჟასთან თანამშრომლობა მიმართული იქნება კრიპტო-ცნობისმოყვარე აუდიტორიის ინტერესებისაკენ. ასევე თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულ გეიმერებს, რათა მათ ახალი კონტენტები შექმნან.

Coinbase-თან თანამშრომლობა მიზნად ისახავს ფანების ჩართულობის წახალისებას.

“ციფრული ვალუტა, ოდესღაც, ახალი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორც კი დავიწყე ინფორმაციის მოძიება მივხვდი, რომ ეს არ იყო წარმავალი. კრიპტოვალუტა ახლა აქ არის და მომავალშიც ასე იქნება”,- განაცხადა Team Liquid-ის მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ არჰანსეტმა.

შეგახსენებთ, რომ Team Liquid-ი 2000 წელს დაარსდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase-ი 2021 წელს განსაკუთრებით დაწინაურდა. წლის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟამ Routefire-ის პლატფორმა შეიძინა.

Routefire-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოძებნონ ლიკვიდურობის მრავალი წყარო, რათა იპოვონ ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთები როგორც ფასებზე, ასევე გადასახადებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი