ალტკოინების კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს

0
1637

22 ივლისს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბიტკოინის კურსის ზრდასთან ერთად მოიმატა ალტკოინების ღირებულებამაც.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 229 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 238 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 227 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 238 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 250 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 200 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი კვლავ 238 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 4.20%-ით არის გაზრილი.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მერვე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 43 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 45 დილარი იყო. ყველაზე დაბალი კურსი კვლავ 43 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს 44 დოლარზე დაიხურა ვაჭრობა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 50 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 30 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 45 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი თითქმის 4%-ით არის მომატებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი