CoinATMRadar–ის თანახმად, მსოფლიოში კრიპტოვალუტის ბანკომატების სავარაუდო რაოდენობა 2019 წელთან შედარებით გაზრდილია.
აღსანიშნავია რომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაფიქსირდა ციფრული ვალუტის ბანკომატების მზარდი რაოდენობა.
აშშ-ში მდებარე კრიპტო ბანკომატების რაოდენობა 4213-დან 9242 ბანკომატამდე გაიზარდა.
ქვეყნების ხუთეულში მოწინავეა კანადა, რომელიც მეორე ადგილზეა 880 ბანკომატით; მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 268 აპარატით; ჰონგ კონგი მეოთხე ადგილზეა 62 ბანკომატით. კოლუმბიაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ დიდი ინტერესი გამოავლინა კრიპტო ბანკომატების მიმართ, 59 აპარატია განთავსებული.
2013 წელს მსოფლიოში პირველად გამოჩნდა ბიტკოინის ბანკომატი. კომპანია Robocoin–მა ავტომატი ვანკუვერის ყავის მაღაზიაში განათავსა.
შარშან კი, ქალაქ ვანკუვერში, ფულის გათეთრების პრობლემების გამო ბიტკოინის გადახდის ავტომატები აიკრძალა. ვანკუვერის მერმა, კენედი სტიუარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გადახდის აპარატების აკრძალვა რთული პროცესი იყო და ის ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდებოდა.
ვანკუვერის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, დამნაშავეებმა ბიტკოინის გადახდის აპარატები არაკანონიერი საქმისთვის გამოიყენეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კანადა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს რისკების მონიტორინგი.