Hashgraph: Blockchain-ის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება

0
1386

Hashgraph-ი ელოდება, რომ მომავალ წელს Blockchain-ის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

მედიასთან ინტერვიუს დროს Hashgraph-ის წამომადგენელმა განაცხადა, რომ 2020 წელს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომპანიის წარმომადგენელი 2021 წელს ბევრად უფრო დიდი მოვლენების მოლოდინშია.

ბაირდი ამჟამად კარნეგის უნივერსიტეტის დოქტორანტურის კურსს გადის და პარალელურად კომპანიას ეხმარება სამომავლო პროგნოზებისა და მიზნების დასახვაში.

2021 წლის ოპტიმისტური პროგნოზის შემუშავებისას, მან თქვა: ”მე არ ვგავარ სხვებს და მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრი არასასიამოვნო ამბავი მოხდა მსოფლიო მასშტაბით, მომავალ წელს Blockchain ინდუსტრიის მზარდ სასიკეთო ცვლილებებს უნდა ველოდეთ.

გამომდინარე წლევანდელი მაჩვენებლიდან, გლობალური ინტერესი ინდუსტრიის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია. ხალხი ფიქრობს, რომ ეს რეალური საქმიანობაა და დაიწყეს კრიპტოვალუტასთან ურთიერთობა, შეძენა, კვლევა და ა.შ.“

შეგახსენებთ რომ, Hashgraph-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა პარტნიორობა Chopra Foundation-თან ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმის შესაქმნელად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი