Dfinity–მ Blockchain-ზე დაფუძნებული ქსელი გაუშვა

0
1429

რამდენიმეწლიანი კვლევა-განვითარების, კრიპტოგრაფიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევის შემდეგ, Dfinity–მ ახალი ქსელის ჩაშვება სამომხმარებლო სივრცეში შესძლო.

პროექტის მთავარმა მეცნიერმა, დომინიკ ულიამსმა განმარტა, თუ რას ნიშნავს მათი ახალი ქსელი.

“ეს იქნება პროგრამა, რომელიც ინტერნეტ სიჩაქარის სრულ შესაძლებლობებს გამოიყენებს. პროგრამა Chain Key Technology-ს საშუალებით განვითარდება და დაფუძნებული იქნება Blockchain პროგრამაზე. ეს უკანასკნელი კი უზრუნველყოფს, რომ პროგრამამ “ჭკვიანი კონტრაქტები” ორ ტიპად გაყოს: განახლებისა და მოთხოვნის ზარებად”,- აღნიშნა დომენიკ უილიამსმა.

განახლებული ზარების ან მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება ერთიდან ორ წამამდე დროში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დიდია ზარი და რა დრო სჭირდება სისტემას ახალი მოთხოვნის გადასაპროგრამებლად.

აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს Blockchain დეველოპერებს შექმნან მომხმარებელთა გამოცდილების ერთგვარი სისტემა, რომელიც კონკურენციას არსებულ პროგრამებს გაუწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი