ჯოშ გოტჰაიმერი: კრიპტო რეგულირების კანონის მიღება მნიშვნელოვანია

0
922

ნიუ-ჯერსის წარმომადგენელმა, ჯოშ გოტჰაიმერმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების კანონმდებლებს უნდა მიეღოთ კანონი, რომელიც მარეგულირებელთა როლს განმარტავს ისეთ კრიპტო ან რისკის შემცველი კაპიტალის მქონე სხვა კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც თავიანთი ბიზნესის საზღვარგარეთ გატანას აპირებენ.

აღნიშნულ საკითხზე გოტჰაიმერმა, ცოტა ხნის წინ, გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) თავმჯდომარე და ინდუსტრიის ბევრი სხვა ლიდერიც ესწრებოდა.

ჯოშ გოტეიმერმა განაცხადა, რომ ზოგიერთი კრიპტო კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებული იყო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ, იყო „სამშენებლო ბლოკი“, რომელიც მარეგულირებელი სიცხადის მიღწევას ისახავს მიზანად.

”მე, ნებისმიერი გადაწყვეტისთვის ვარ ღია, იქამდე სანამ შემოთავაზებული მარეგულირებელი კანონპროექტები დამარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის გადმოტანით დაინტერესებული კომპანიების, სტარტაპების და მეწარმეების ინტერესები კანონიერად იქნება დაცული”,- განაცხადა ნიუ-ჯერსის წარმომადგენელმა.

მისი განცხადების თანახმად, საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას კანონპროექტების შემოღების მხრივ. ამასთანავე, მარეგულირებელი გარემო უნდა იყოს სექტორის განვითარების ხელშემწყობი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი