ბრაზილიის საინვესტიციო კომპანია კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებას გეგმავს

0
2596

ბრაზილიის უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია XP Investimentos-ს ბიტკოინით ვაჭრობის დაწყებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Portal do Bitcoin-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე რჩებოდა ბრაზილიის ფედერალური შემოსავლების დეპარტამენტში შეტანილი დოკუმენტები ამის საწინააღმდეგოდ მეტყვლებს.

აღნიშნული ნაბიჯი პირველია XP Investimentos-სთვის, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პირველად XP COIN INTERMEDIACAO-ს სახელით დარეგისტრირდა.

მოგვიანებით იმავე წელს, სან-პაულოს სახელმწიფო ვაჭრობის საბჭოს მონაცემების თანახმად, 5 მილიონი რეალი, რაც დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარია, მოხმარდა კომპანიის რებრენდინგს და ახალი კომპანია XDEX ჩამოყალიბდა.

კომპანიას დიდი ინტერესი აქვს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის ხელისუფლებაც ასევე დაინტერესბულია Blockchain-ით.

ბრაზილიის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნავს. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ტექნოლგიურ ექსპერიმენტებს Blockchain-ით ყველა პლატფორმაზე მიმართავენ, სადაც Blockchain-ს აქტიური მონაწილეობის მიღება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ბუენოს-აირესში მარტში გამართულ G20 სამიტზე ბრაზილია Blockchain-ს აქტიურად უჭერდა მხარს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი