ბელგიის მარეგულირებელმა 113 თაღლითური კრიპტო საიტი გამოავლინა

0
1432

ბელგიის ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის ზედამხედველმა უწყებამ კრიპტოვალუტების თაღლითური ვებ-გვერდების სია გამოაქვეყნა. შავ სიას 113 ახალი საიტი დაემატა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მიუხედავად მისი წინასწარი გაფრთხილებისა, იგი კვლავ აგრძელებს საჩივრების მიღებას იმ ინვესტორებისგან, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

“პრინციპი იგივე რჩება: ისინი შემოგთავაზებენ ინვესტიციებს, რომლებზეც აცხადებენ, რომ უსაფრთხო, მარტივი და ძალიან მომგებიანია. ისინი აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს ინვესტიციებს მართავენ პროფესიონალები არიან. საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის იგივეა: დაზარალებულები საკუთარ ფულს ვერ იბრუნებენ”,- ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ორი პროექტი რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. მარეგულირებლის თქმით, ორივე პროექტი თაღლითურ საინვესტიციო სქემებში იყო შემჩნეული. მარეგულირებელმა პროექტები 90 დღით შეაჩერა.

ამასთანავე, ზოგადად, ბელგია კეთილგანწყობილია Blokchain ტექნოლოგიის მიმართ. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ქვეყნის მთავრობამ მზადყოფნის შესახებ განაცხადა, რათა 2 მილიარდი ევროთი დაეფინანსებინა “მსოფლიო საკვების პროგრამის” Blockchain ტექნოლოგიის პროექტი.

ბელგიის მიერ გაღებული თანხა გაერომ Blockchain ტექნოლოგია შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გამოიყენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი