იაპონიის მარეგულირებელმა შესაძლოა, Coincheck-ს ლიცენზია მიანიჭოს

0
1547

იაპონიის ფინანსური სერვისის სააგენტო სულ მალე კრიპტოვალუტის ბირჟა Coincheck-ს ლიცენზიას გადასცემს.

ამის შესახებ ინგლისურენოვანი ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Nikkei Asian Review იტყობინება.

Nikkei-ს ცნობით, ფინანსური მარეგულირებელი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიანიჭებს ბირჟას ლიცენზიას. თუმცაღა, Coincheck-ი ამ ფაქტს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

კრიპტობირჟა Coincheck-ი ჰაკრების თავდასხმის მსხვერპლი 2018 წლის დასაწყისში გახდა. ბირჟიდან ჰაკერებმა 532 მილიონი დოლარის ოდენობის ციფრული ვალუტა მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში მარეგულირებელმა დოკუმენტი გამოაქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომისიამ 16 განაცხადი განიხილა, საიდანაც 12 ბირჟას ლიცენზია მიენიჭა, ერთს კი უარი უთხრა.

ლიცენზიის მსურველებს შორის იყო Coincheck-იც, რომელსაც მარეგულირებელმა გარკვეული პერიოდით მოცდა ურჩია. როგორც მარეგულირებელმა მაშინ განაცხადა, ბირჟის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და საკითხის გადაწყვეტას დროს სჭირდებოდა.

იმავე სექტემბრის თვეში იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟების რეგისტრაციაზე კონტროლს უფრო მეტად გაძლიერებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი