კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1468

ანალიტიკოსების პროგნოზით, კრიპტო ბაზარი არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს.

ეს კი ნიშნავს, რომ ტრეიდერებს ვაჭრობის საშუალება მიეცემათ.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამჟამად კურსი 9.200 დოლარს უახლოვდება.

თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს მომდევნო დონე 10.000 დოლარი იქნება. პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ეს ნიშნული შესაძლოა, 10.500 დოლარამდე გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი 9.000 დოლარს ჩამოსცდება მაშინ ფასი 8.320 დოლარის ფარგლებში დაიწყებს მოძრაობს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი ფასმა შესაძლოა, 7.626 დოლარასაც კი მიაღწიოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ფასი 9.000 დოლარის ნიშნულს დასძლევს.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასის ნიშნული 211 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. 3 მაისის მონაცემებით, 1.33%-ით დაიკლო კურსმა.

ალტკოინის ფასის შემცირება 185 დოლარზეა მოსალოდნელი.

იმ შემთხვევაში, თუ ფასმა მოიმატა მომდევნო დონე 240 დოლარი იქნება. ფასის მატების ნიშანი ეთერიუმის კურსის 227 დოლარაზე დაფიქსირება იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რიპლის

30 აპრილს რიპლის კურსი 0.24 დოლარს შეადგენდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 0.20 დოლარი არის რიპლის ფასის შემცირების ნიშანი.

იმ შემთხვევაში თუ, ალტკოინის კურსი 0.24 დოლარის ზღვარს გადასცდება მომდევნო დონე 0.30 დოლარი იქნება.

3 მაისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტის კურსი 0.22 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღის განმავლობაში კურსი 1.70%-ით დაეცა.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის 0.24 დოლარამდე ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 250 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. აპრილის ბოლოს კი კურსი 280 დოლარაზე დაფიქსირდა.

კურსის კლების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ფასი 230 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასმა მოიმატა სამიზნე დონე 276 დოლარი იქნება.

ამ ზღვრის დაძლევის შემდეგ შესაძლოა, ფასი 350 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, რომ ფასი 276 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდება.

ლაიტკოინი

29 აპრილს ლაიტკოინის ფასმა 47 დოლარს გადააჭარბა. შემდეგ ფასმა ზრდა განაგრძო, მაგრამ 3 მაისს ალტკოინის კურსი კვლავ 47 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

ამის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ კვირის განმავლობაში ფასი 50-დან 52 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიკლებს მომდევნო დონე 42 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი