ლიეტუვა ევროპის მასშტაბით crowdfunding-ში მე-5 ადგილს იკავებს

0
1874

დღესდღეობით ლიეტუვაში კრიპტოვალუტის მზარდი ბაზარი წარმოებას. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელ მარეგულირებელ გარემოს უზრუნველყოფს.

ICO Watch list-ის მონაცემების მიხედვით, ლიეტუვა მეხუთე ადგილს იკავებს ევროპის მასშტაბით crowdfunding-ში. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ მთელ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ICO-ზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლიეტუვა არ არის ევროპის მასშტაბით ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ცდილობს.

ლიეტუვას მეზობელი ლატვიასა და ესტონეთშიც პოპულარობით სარგებლობს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა.

რაც შეეხება ბელარუსს, ქვეყანაში კრიპტობიზნესი უკვე ლეგალურად ითვლება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსში კრიპტოვალუტა 2023 წლამდე არ დაიბეგრება.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, გარდა სახელმწიფოს პოზიტიური დამოკიდებულებისა კრიპტოვალუტის მიმართ, მნიშვნელოვანია ის, თუ კონკრეტულად ამ სახელმწიფოს მეზობელ ქვეყნებს როგორი დამოკიდებულება აქვს კრიპტოსფეროსთან, რადგან “სამეზობლოს”, რეგიონალურ განვითარებას გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე კონკრეტული სახელმწიფოს ამა თუ იმ პოზიტიურ ქმედებას.

ამის პარალელურად, დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ბოლო დროს გამართულ კონფერენციებზე ლიეტუვას წარმომადგენლები უფრო მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, ვიდრე მაგალითად, რუსეთის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი