Conflux-ი China Telecom-თან Blockchain-ის SIM ბარათის შესაქმნელად პარტნიორობს

0
1308

ცოტა ხნის წინ გავრცლებული განცხადების თანახმად, Conflux Network-მა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შანხაის Blockchain კვლევითი ინსტიტუტი, განაცხადა, რომ უზრუნველყო პარტნიორობა China Telecom-თან Blockchain-ის SIM ბარათის (BSIM) შემუშავების მიზნით.

როგორც Conflux-მა საზოგადოებას განუცხადა, BSIM-ს ექნება უსაფრთხო ადგილი “ციფრული გასაღების” შესანახად და შეძლებს ამ ხელმოწერის მოწოდებას სხვა მომხმარებლებისთვის ფულის გადარიცხვის მიზნით.

გარდა ამისა, ერთი დაწკაპუნებით პირდაპირი შემოწმების ფუნქცია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეამოწმონ ტრანზაქციის ინფორმაცია და სტატუსის პროგრესი რეალურ დროში.

”BSIM ბარათის R&D ფაზა დასრულებულია. ის ტესტირებისას დაკავშირებული იყო Conflux-ის მთავარ ქსელთან. ამ პროტოტიპს აქვს ციფრული ვალუტების შენახვისა და გაგზავნის ფუნქციები”,- ნათქვამია განცხადებაში.

Conflux ასევე ამტკიცებს, რომ ახალ BSIM ბარათს შეუძლია შეინახოს NFT-ი გადარიცხვების მხარდაჭერით და ვაჭრობის ფუნქციით.

კომპანია ასევე განმარტავს, რომ China Telecom-ის ტექნოლოგიით, BSIM-ს შეიძლება ჰქონდეს 10-20-ჯერ მეტი შენახვის ადგილი ჩვეულებრივ SIM ბარათებთან შედარებით, რაც საშუალებას იძლევა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან დაკავშირებულ თემებთან, მომხმარებელს ოპტიმიზირებული წვდომა ჰქონდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი