ნიუ-იორკის არაერთი ორგანიზაცია გუბერნატორს მაინინგის ცენტრზე უარის თქმას ურჩევს

0
1040

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ქეთლინ ჰოჰქელს ადგილობრივმა ბიზნესმა სთხოვა უარი ეთქვა ქალაქის ძველი წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურების კრიპტომოპოვების ცენტრებად გადაქცევის ნებართვაზე.

მოთხოვნა გაჟღედა წერილის სახით, რომელიც შედგენილია მრავალი ორგანიზაციის, ბიზნესისა და სხვადასხვა შრომითი ჯგუფის მიერ. წერილი გარემოსდაცვითი შეფასებას ითხოვს, ხოლო გუბერნატორს მოუწოდებს უარი თქვას ნებართვაზე გრინიჯის გენერაციის სადგურისა და ფორტისტარის ჩრდილოეთ ტონავანდას ელექტროსადგურების კრიპტოვალუტის მაინინგის ობიექტებად გადაქცევაზე.

„კრიპტოვალუტის მოპოვების განსახორციელებლად კომპიუტერების უზარმაზარი ენერგიის მოხმარება არის საჭირო. შესაბამისად, თუ ეს საქმიანობა ნიუ-იორკში გაფართოვდება, მას შეუძლია მკვეთრად შეაფერხოს ნიუ-იორკის კლიმატის ხარისხი”,- აღნიშნულია წერილში.

წინადადება ხაზს უსვამს გაუმართავი წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურების გაძლიერებას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის შტატის კლიმატს.

წერილის ავტორებმა სათბურის გაზების ემისიასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი შეფასების აუცილებლობა მოიყვანეს იმ მკაფიო მაგალითად, რომლის დარღვევაზეც შტატის მთავრობა უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიუ-იორკის მცხოვრებლები მაინინგის კომპანიას ტბის ტემპერატურის ცვლილებაში ადანაშაულებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი