ჩინური სოციალური ქსელი Blockchain-ზე დაფუძნებულ ტოკენს ქმნის

0
2341

ჩინურმა სოციალურმა ქსელმა Tianya Club- მა განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებულ ტოკენს შექმნის.

სოციალური ქსელი აცხადებს, რომ მომხმარებლები ტოკენებს ჯილდოს სახით მიიღებენ.

“კვლევისა და დიზაინის შერჩევის პროცესიდან ნახევარი წლის შემდეგ, მომხმარებელთან კომუნიკაციის მრავალრიცხოვანი რაუნდის გადალახვის შემდეგ, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული Tianya-ს სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც საზოგადოებას 8 აგვისტოს წარედგინება”,-აღნიშნულია განცხდებაში.

TYT-ი არის პლატფორმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისკენ არის მიმართული. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დეცენტრალიზაციის გამო Blockchain ტექნოლოგია კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ TYT-ის შესახებ ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ არის საჯარო ცნობილია, რომ პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) გამოშვებაც იგეგმება. თუმცა, კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ TYT-ი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა არ გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი