გამოვლინდა Axie Infinity SLP საფულის საიდუმლო მფლობელი

    მრავალი სპეკულაციისა და მითქმა მოთქმის შემდეგ, საფულე, რომელიც შეიცავს 22 მილიარდზე მეტს, Axie Infinity-ის თამაშში არსებულ ტოკენს Smooth Love Potion-ს(SLP), იდენტიფიცირებულია. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საფულე Binance-ს ეკუთვნის.

    ეს საფულე პირველად შემაჩნია და ხაზგასმით აღნიშნა Axie Infinity-ის მოთამაშემ და ტექნიკურმა თანადამფუძნებელმა მაიკლ ბენკომ, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ მას აქვს SLP-ის მთლიანი მიმოქცევაში მომარაგების 50%-ზე მეტი, რამაც შესაძლოა, თამაშის ეკოსისტემაზე მოახდინოს გავლენა.

    Axie Infinity-ის თანადამფუძნებელმა ჯეფ ზირლინმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ მისამართი არის Binance-ის კონტრაქტი.

    Sky Mavis-ის თანადამფუძნებლისა და მთავარი ოპერაციული დირექტორის წინა განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ საფულე არ ეკუთვნოდა Sky Mavis-ს და Axie Infinity-ს.

    საბოლოო ჯამში, ამ პატარა გამოძიებაში დახმარებისათვის მაიკლ ბენკომ ყველას მადლობა გადაუხდა.

    თუმცა მანამდე მისი შეშფოთება არც თუ ისე უსაფუძვლო იყო. Binance-ი თითქმის თამაშის სახსრების 50%-ს აკონტროლებს და მონოპოლია, როგორც წესი, ღუპავს მსგავს პლატფორმებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *