ფილიპინების კრიპტო სივრცეს ახალი მარეგულირებელი წესები აქვს

0
1665

ფილიპინების მარეგულირებელმა ციფრული აქტივებისთვის ახალი წესები შემოიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას აზიის Blockchain და კრიპტო ასოციაცია ავრცელებს.

ახალი რეგულაციების შემოღება ქვეყნის Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანოს ეკისრება. ახალი წესები შემოღებულია იმისთვის, რომ განვითარდეს კრიპტოვალუტის ინდუსტრია და ამასთანავე, დაიცვას ინვესტორებიც.

ამგვარად, Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანო მთავარი მარეგულირებელი უწყება ხდება. რაც შეეხება თვითრეგულირების ორგანიზაციას, ის ვალდებულია იურიდიული საკითხები შეიმუშაოს და პროექტი მოამზადოს.

“ჩვენი ამოცანა არის მკაფიო წესების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ განვითარებას. აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეკოსისტემაში ინვეესტორთა სათანადო დაცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებლის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები ციფრული აქტივის სექტორს კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებს ტრადიციულ საფინანსო ინსტიტუტებთან”,- განაცხადა Cagayan-ის ეკონომიკური ზონის სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპინების მთავრობის საკუთრებაში არსებული Cagayan-ის ეკონომიკურო ზონა პასუხისმგებელია კრიპტობირჟებისთვის ნებართვის გაცემაზე.

აღსანიშავია, რომ ოქტომბრის თვეში სულ 19-მა კომპანიამ მიიღო ლიცენზია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი