14 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2042

14 ივნისს, ხუთშაბათს უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია გუშინდელ დღესთან შედარებით გაუმჯობესებულია.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების უმრავლესობის კურსმა 10%-ით მოიმატა.

რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს:

ბიტკოინმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.89%-ით მოიმატა. ამ ეტაპისთვის, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით, 6.688 დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა კურსის ვარდნის ტენდენცია 14 ივნისის ნაშუადღევს ზრდისკენ შეცვალა და კურსი 6.356 დოლარზე შეჩერდა.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის სავაჭრო მოცულობამ 5.1 მილიარდი დოლარი, 24 საათის განმავლობაში, შეადგინა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე წინა კვირის მაჩვენებელი, სადაც სავაჭრო მოწულობა 3.8 მილიარდი დოლარი იყო.

ეთერიუმი ბოლო 24 საათის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა და 14 ივნისს, დაახლოებით, 518 აშშ დოლარი ღირდა.

14 ივნისის Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერჯერობით ისევ 300 მილიარდის ქვემოთ არის ჩამოსული, კონკრეტულად კი კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის რიცხვი 289.854.909.729 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი