რუსეთის ცენტრალური ბანკი ინვესტორებს შორის გამოკითხვას ატარებს

0
924

რუსეთის ცენტრალური ბანკი ადგილობრივი ინვესტორებს შორის ბიტკოინის ოდენობის შეფასებას ცდილობს.

ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელიზავეტა დანილოვას თქმით, რუსეთის ბანკი აწარმოებს გამოკითხვას ადგილობრივ კრიპტოვალუტის ინვესტორებთან, რათა ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინვესტიციების მოცულობა შეაფასოს.

”ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც მონაცემებზე, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რაც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სარისკო ინვესტიციებს შეეხება”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის ელიზავეტა დანილოვამ.

ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტის ბაზარს არ გააჩნია გამჭვირვალობა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა იურისდიქციებშიც, რაც მიუთითებს ციფრული ვალუტის მაღალ რისკებზე.

”გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობას შეუძლია აწარმოოს კრიპტო ოპერაციები უცხოელი შუამავლების საშუალებით. ისინი არ არიან შებოჭილები იურისდიციებითა და საზღვრებით. ეს უკანასკნელი კი უამრავ რისკებთანაა დაკავშირებული”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ამაჟამად, ქვეყანაში კრიპტოვალუტით გადახდა აკრძალულია. თუმცა მოქალაქეებს აქვთ უფლება კვლავაც შეიძინონ და ივაჭრონ კრიპტოვალუტით უცხოურ ბირჟებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი