კრიპტო საზოგადოება თეთრი სახლის განცხადებას ეხმიანება

0
1016

Blockchain-ის ასოციაცია თეთრი სახლის “კრიპტო ჩარჩოს” გამოტოვებულ შესაძლებლობას უწოდებს.

კრიპტო სივრცისა და ადვოკატირების ჯგუფების წევრები გამოეხმაურნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ციფრული ვალუტების მარეგულირებელი წესების გამოქვეყნების საკითხს.

ბევრი ვარაუდობს, რომ თეთრი სახლი კრიპტოვალუტის პოტენციურ უარყოფით ასპექტებზეა ორიენტირებული.

გავრცელებულ განცხადებაში თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა და დეპარტამენტებმა წარადგინეს ცხრა ანგარიში, როგორც ამას მარტში გამოცემულ ბრძანებაში მოითხოვდა ჯო ბაიდენი.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფინანსთა დეპარტამენტი 2023 წლის თებერვლამდე მოახსენებს მათ არალეგალური ფინანსური რისკის შეფასებას.

ფედერალური სააგენტოები კი გააგრძელებენ უკანონო აქტორების გამოვლენას და ციფრული ვალუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს აღკვეთავენ.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს FedNow-ის მსგავსი გადახდის სისტემებს, რომლის გაშვებას ფედერალური სარეზერვო სისტემა 2023 წელს აპირებდა.

კრიპტო ანალიტიკოსმა დილან ლეკლერმა და MicroStrategy-ის თანადამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა გააკრიტიკეს ადმინისტრაციის პოზიცია Twitter-ზე. მათ დაწერეს, რომ მთავრობა გარემოსდაცვით საკითხებზე არსებულ შეშფოთებას იყენებს, როგორც საბაბს ციფრულ ვალუტებზე კონტროლის გასაგრძელებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი