Chainalysis-ი: კრიპტო ინვესტორები თავიანთ აქტივებს CEX-ზე უფრო კომფორტულად ინახავენ

    ახალი მოხსენების თანახმად, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ზრდის მიუხედავად, კრიპტოვალუტის ინვესტორები, როგორც ჩანს, ცენტრალიზებულ ბირჟებზე (CEX) დარჩენას ამჯობინებენ.

    კრიპტო ინვესტორები თავიანთ აქტივებს CEX-ებზე უფრო კომფორტულად ინახავენ, რადგან დეცენტრალიზებული ბირჟები ჰაკერული თავდასხმებისაგან შედარებით დაუცველია. აღნიშნული ინფორმაცია, Blockchain მონაცემთა კომპანიის Chainalysis-ისა და Bitfinex Exchange-ის ერთობლივი ანგარიშში გამოქვეყნდა.

    კვლევის თანახმად, CEX-ებთან დაკავშირებული ჰაკერების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაშინ როცა სხვადასხვა DeFi პლატფორმები სულ უფრო ხშირად ხდებიან ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი.

    Chainalysis-ის მონაცემების მიხედვით, ცენტრალიზებული კრიპტო პლატფორმებიდან მოპარული მთლიანი ღირებულება 58%-ით დაეცა 2018 წლიდან 2021 წლამდე.

    სურათის უკეთ წარმოსადგენად აღნიშნული მონაცემის ფულადი ღირებულება ასე განისაზღვრა: 972 მილიონი დოლარიდან 413 დოლარამდე.

    CEX-ებზე ჰაკერების თავდასხმების რაოდენობა წელსაც რეგრესირებს და 2022 წელს ზემოაღნიშნული სტატისტიკა მიმდინარე წლის განმავლობაში 80 მილიონ დოლარამდე დაეცა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *