ევროპის ცენტრალური ბანკი სხვადასხვა კომპანიასთან ერთად ციფრული ევროს პროექტზე მუშაობს

0
1264

ევროპის ცენტრალური ბანკი Amazon-სა და 4 სხვა კომპანიას ციფრული ევრო აპლიკაციის პროტოტიპისთვის ირჩევს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) განაცხადა, რომ პოტენციური ციფრული ევროს მომხმარებლის ინტერფეისის შესაქმნელად ხუთ სხვადასხვა კომპანიასთან ითანამშრომლებს.

გასული კვირის ბოლოს ECB-მ განაცხადა, რომ მან აირჩია “დიდი ოთხეული”: ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი, Nexi, ესპანური ციფრული ბანკი CaixaBank-ი, ფრანგული გადახდების პლატფორმა Worldline-ი და ევროპის გადახდების ინიციატივა (EPI), რათა თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანოს პროტოტიპის შემუშავებაში.

ეს კი, შესაბამისად, ციფრული ევროს კონკრეტული გამოყენების შემთხვევებს გაზრდის.

ცენტრალური ბანკის ცნობით, კომპანიები შექმნიან პროტოტიპებს, რომლებიც არ იქნება გამოყენებული ციფრული ვალუტის პროექტის შემდგომ ეტაპებზე.

ECB-მ აირჩია ხუთი კომპანია მათი შესაძლებლობების საფუძველზე. 50 სხვა წინა დეველოპერთან შედარებით, რომლებიც გამოეხმაურნენ ცენტრალური ბანკის ზარს აღნიშნული პროექტის გამოცხადების დროს, ვერ მიიპყრეს ევროპის ცენტრალური ბანკის საკმარისი ყურადღება.

ოფიციალური პირები გეგმავდნენ პროექტის დასრულებას 2023 წლის პირველ კვარტალში. ეს იქნება ციფრული ევროს ორწლიანი ფაზის ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, დასრულდება 2023 წლის ოქტომბერში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი