კანადაში Bitcoin ETF-მ მუშაობა წარმატებით დაიწყო

0
1036

ვაჭრობის პირველ რამდენიმე საათში კანადური Bitcoin ETF–ის სადებიუტო მოცულობა 100 მილიონს მიუახლოვდა.

ინვესტორები აშკარად გამოხატავენ მოთხოვნას კანადაში პირველ Bitcoin ETF–ზე. “ბლუმბერგის” სტატიაში აღნიშნულია, რომ ETF–მა ვაჭრობის პირველ საათში 80 მილიონ დოლარზე მეტი მოგება ნახა. თუმცა მას შემდეგ ვაჭრობა მნიშვნელოვნად შენელდა და დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა BCTCC.B–ს, კანადურ დოლარში დასახელებულ ერთეულებსა და BTCC.U– ს შორის.

გამოქვეყნებისთანავე, BTCC.B–მ 7,905,000 ერთეული გაყიდა, რომლის ფასი 10,28 დოლარი იყო ერთეულზე, ხოლო BTCC.U 1,312,000 ერთეული, 10,27 დოლარით ერთეულზე. პრესრელიზში ETF პროვაიდერის Purpose Investments-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სომ სეიფმა თქვა, რომ კომპანია ბიტკოინში ინვესტირებით პერსპექტიულ მომავალს ხედავს.

”ჩვენ გვჯერა, რომ ბიტკოინი, როგორც პირველი და უდიდესი კრიპტოვალუტა განვითარებადი ციფრული ვალუტის ეკოსისტემაში, აპირებს გააგრძელოს ზრდის ტრაექტორია. ის უნდა მოვიაზროდ ალტერნატიულ საშუალებად. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამყარებს ბიტკოინის ინვესტიციურ შესაძლებლობებს”,- აღნიშნა Purpose Investments-ის დამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი