ქალაქ ბუსანში Blockchain-ზე დაფუძნებული სამედიცინო ტურიზმის პლატფორმა შეიქმნება

0
1274

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კერძო საზოგადოებრივმა კონსორციუმმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სამედიცინო ტურიზმის პლატფორმას ქმნის. ამჟამად პლატფორმის ამოქმედების ზუსტი ვადა ცნობილი არ არის.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ინიციატივას Busan Bank-ი უხელმძღვანელებს. პროექტის მთავარი მიზანი სამხრეთ კორეაში Blockchain სამედიცინო ტურიზმის გაძლიერებაა Blockchain პლატფორმის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ კონსორციუმის წევრები არიან ბუსანის ეროვნული და დონგ-ას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალები, გოსაინის უნივერსიტეტის კლინიკა, სამიუკ ბუსანის ჰოსპიტალი და გადახდის ბროკერული კომპანია Knet-ი.

შარშან ზამთარში ქალაქ ბუსანის ადმინისტრაციამ Blockchain კომპანია Hyundai Pay-სთან ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

განცხადების თანახმად, სამხრეთ კორეის მოსახლეობით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი Blockchain-ის განვითარებაზე მუშაობას იწყებდა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს Hyundai Pay-ის მთავარი ოფისის ბუსანში განთავსებას, რათა fintech ინფრასტრუქტურის შექმნა სრულად ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

“ჩვენ ვგეგმავთ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმებისა და სერვისების გააქტიურებას. სამომავლოდ კი ვისურვებდით ფინანსურ ინსტიტუტებთან Blockchain-ის დახმარებით უფრო მჭიდრო ინტეგრაციას”,- განაცხადა ქალაქის მმართველობითი ორგანოს წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი