კვლევა: Blockchain-ის ბაზარი 2024 წელს 16 მილიარდი დოლარი იქნება

0
1422

“Blockchain ტექნოლოგიის გლობალური ბაზარი 2024 წლისთვის 16 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს”,- ნათქვამია Global Market Insights-ის მოხსენებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს აქტუალური გახდა Blockchain ტექნოლოგიაში ინვესტიციების ჩადება და ახალი პლატფორმების შექმნა.

გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Vacheron Constantin-ი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებდა. ტექნოლოგიის დანერგვა პირველ რიგში მიზნად ისახავდა ყალბი წარმოების საათებისგან კლიენტების დაცვას.

კომპანია გეგმავდა სპეციალური განცხადების გამოქვეყნებას, რომელშიც საუბარი იქნებოდა ციფრული სერტიფიკატის მნიშვნელობაზე. ამავე განცხადებაში უფრო დეტალურად იყო განხილული Blockchain ტექნოლოგიისგან მიღებული სარგებელი.

ამასთანავე, მედიით ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა Blockchain ტექნოლოგიაში ინვესტიცია განახორციელა. სტივ ვოზნიაკი ენერგოეფექტური კომპანიის Efforce-ის თანადამფუძნებელი გახდა. კომპანიის მთავარი ოფისი კი მალტაზე მდებარეობს.

კომპანია ვოზნიაკმა ჯაკობო ვისეტისთან ერთად დააფუძნა. როგორც ცნობილია, ჯაკობო ვისეტი განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის სექტორში მუშაობს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანია უზრუნველყოფს Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მიმართულია ენერგოეფექტურ ინდუსტრიაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი