აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) 10 იანვარს, ბიტკოინის 11 სავაჭრო ფონდი (EFT) დაამტკიცა, რაც გარდამტეხი გადაწყვეტილებაა კრიპტოვალუტის ბაზრისთვის. ამ შედეგს წინ უდგას ათწლეულის განმავლობაში უარყოფა, რაც გვიჩვენებს თუ რამდენად შეცვალა მარეგულირებლის (SEC) განწყობა კრიპტოვალუტების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში.
გერი გენსლერმა, SEC-ის თავმჯდომარემ, ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია, რომ ბიტკოინის სავაჭრო ფონდების დამტკიცების გადაწყვეტილება კომისიამ დაჩქარებული წესით მიიღო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს ინვესტორებს უკვე შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ან სხვაგვარად მიიღონ ბიტკოინი რიგ საინვესტიციო და საბროკერო კომპანიების, ეროვნული ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე, P2P აპლიკაციების მეშვეობით, არა კრიპტო სავაჭრო პლატფორმებზე და რა რაც მთავარია, Grayscale Bitcoin Trust-ის მეშვეობით.
გერი გენსლერმა განცხადებაში ასევე დაამატა, რომ EFT-ის დამტკიცების მიუხედავად, SEC მხარს არ უჭერს ბიტკოინს და ინვესტორებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.