სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთმა ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა

0
1019

სამხრეთ აფრიკის მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ მეტად გააკონტროლონ კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

ბიტკოინის სავაჭრო კომპანია, Mirror Trading International-ი მოათავსეს დროებითი ლიკვიდაციის პირობებში, 2020 წლის დეკემბერში, რადგან ინვესტორებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

ამასთანავე, ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს არ ინახავდა. გარდა ამისა, ბირჟას არ ჰქონდა რაიმე სახის მომხმარებლთა მონაცემთა ბაზა შექმნილი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებას თაღლითური სქემის არსებობის დასკვნა არ გამოუტანია. სამართალდამცავმა უწყებამ ბირჟის მუშაობის შეწყვეტის ბრძანება გამოსცა, რადგან ბირჟა ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა.

აღსანიშნავია რომ, ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკის ფინანსური მეთვალყურეობის ცენტრმა, ეროვნული ფასიანი ქაღალდების ორგანომ, სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახურმა და ქვეყნის სარეზერვო ბანკმა ერთობლივად გამოაქვეყნეს კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები მიიღონ.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა უნდა განახორციელონ კლიენტების მონიტორინგი, გააკეთონ თავიანთი საქმიანობის ჩანაწერები და საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების შესახებ მოამზადონ ანგარიშები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი