ტექსასის მარეგულირებელმა Voyager Digital-ის განცხადება გააპროტესტა

0
781

ტექსასის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საბჭომ (SSB) და საბანკო დეპარტამენტმა (DOB) სასამართლოში Voyager Digital-ის განცხადება გააპროტესტეს.

ეჭვქვეშ დააყენეს სხვადასხვა მეთოდოლოგია და გამოთვლები, რომლებიც გამოიყენება გაკოტრებული ბირჟის კრიპტოვალუტების სამართლიანი საბაზრო ღირებულების შესაფასებლად.

როგორც ცნობილია, Voyager Digital-მა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის გაკოტრების საქმეებზე სასამართლოში განცხადება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში შეიტანა და ფინანსური კანონმდებლობის მე-11 თავის მიხედვით თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის თანახმად, გაკოტრებულმა კომპანიამ განცხადებას ინვესტორების ანგარიშსწორების გეგმაც უნდა დაურთოს, რათა მათთვის მიყენებული ზარალი აღმოფხვრას და ანგარიშები საბოლოოდ დახუროს.

ტექსასის შტატის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ Voyager-ის განცხადებით კრედიტორებმა შესაძლოა, მიიღონ 70%-იანი ანაზღაურება.

„Voyager-ი არასოდეს ყოფილა ლიცენზირებული SSB-ს ან DOB-ის მიერ და ამისათვის მას საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმების გადახდაც მოუწევს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი