სამხრეთ კორეაში დაფუძნებული Dunamu 10.000 ახალი Web3 სამუშაო ადგილი შექმნას გეგმავს

0
287

სამხრეთ კორეული მსხვილი fintech კომპანია Dunamu გეგმავს 500 მილიარდი ვონის (380 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას, რათა შექმნას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 10,000 ახალი Web3 სამუშაო ადგილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია განიხილავს კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზებასა და დაფინანსებას, რათა უფრო მეტი კომპანია შეუერთდეს Web3 ინდუსტრიას.

380 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის კორეის ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმებვის ნაწილი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე კრიპტო ბაზრის რბოლაში, წამყვანი პოზიციის დაკავების მცდელობას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Korea JoongAng Daily ავრცლეებს.

Dunamu-მ 2018 წლიდან უკვე განახორციელა დაახლოებით 88 მილიარდი ვონის (67 მილიონი დოლარის) ინვესტიცია Blockchain-ზე ორიენტირებულ
კომპანიებში.

„ჩვენ ვგეგმავთ შიდა ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას აქტიური ინვესტიციების და სამუშაო ადგილების შექმნის გზით. ამას კი ისეთ მზარდ ინდუსტრიებში, როგორიცაა Blockchain-ი, NFT-ი Metaverse-ი, ინვესიტირებით ვახორციელებთ”,- განაცხადა Dunamu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლი სირგუმ.

შეგახსენებთ, რომ Dunamu ციფრული ვალუტის ბირჟა Upbit-სა და კიდევ რამდენიმე ციფრულ პლატფორმას მართავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი