Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას შექმნის

    Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას Polkadot-სა და Kusama-სთვის გამოიყენებს.

    Stake Technologies-მა, დეცენტრალიზებული პროგრამებისა და Web 3.0 პროტოკოლების ინფრასტრუქტურის მომწოდებელმა, ცოტა ხნის წინ, გახსნილი სტრატეგიული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით 10 მილიონი დოლარი მოაგროვა, რათა დაეხმაროს Polkadot-სა და Kusama-ს ეკოსისტემების შექმნის საკითხში.

    საინვესტიციო რაუნდს კომპანია Fenbushi Capital-ი უძღვებოდა, ხოლო მონაწილეობას იღებდნენ Hypersphere Ventures-ი, Gumi Cryptos-ი, IOSG Ventures-ი, TRG Capital-ი, AU21 Capital-ი და სხვები.

    შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში Binance Labs-მა Polkadot–ის ეკოსისტემის განვითარებას მხარი დაუჭირა. Binance Labs–მა მოახდინა 2,4 მილიონი დოლარის მობილიზება, Polkadot პროტოკოლზე დაფუძნებული “ჭკვიანი კონტრაქტების”, Plasm Network-ის A რაუნდის დასაფინანსებლად.

    Plasm Network–ის დაფინანსების რაუნდი არის პირველი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა Binance Labs–ის 10 მილიონი დოლარის ფონდის გამოყენებით, Polkadot–ის ეკოსისტემის პროექტების მხარდასაჭერად.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *