მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი აფრიკის კონტინენტზე ოპერირების დაწყებას გეგმავს.
ბენჟამინ რემიეუმ, Binance-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის დირექტორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია ინვესტირებას აფრიკაში გეგმავს და ინვესტორებს ამ იდეის მხადაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ არ გვაქვს შტაბი, არც ოფისი და არც გეოგრაფიული საზღვრები. ჩვენ ისეთივე აფრიკელები ვართ, როგორც აზიელები ან ევროპელები”,-განაცხადა Binance-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის დირექტორმა.
როგორც Binance-ის წარმომადგენლები აცხადებენ, Blockchain-ის რევოლუცია იქნება გლობალური მასშტაბის და ისინი მოხარულები არიან აფრიკის კონტინენტზე ინვესტიციის დაბანდებით.
“როდესაც 2018 წელი დადგა მოსაზრება არსებობდა, რომ ტექნოლოგიური განვითარების კუთხით აზია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. ამ ეტაპზე ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება აფრიკის კონტინენტი. დღეს, აფრიკაში ინვესტირება შესაძლოა, საუკუნის საუკეთესო ვაჭრობა იყოს”,- განაცხადა Binance-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის დირექტორმა, ბენჟამინ რემიეუმ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აფრიკის შემოსავლებლის სამსახურმა კრიპტოვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციებზე სახელმწიფო გადასახადი შემოიღო.