აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია Blockchain-ის დახმარებით სხვადასხვა კომპანიის საქმიანობას იკვლევს

0
1558

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისია ინფორმაციას Blockchain ტექნოლოგიით იკვლევს. კვლევის მიზანი მონაცემებისა და შედეგების შეჯერებაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისია ცდილობს მოიძიოს ნებისმიერი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, არის თუ არა უზრუნველყოფილი მონაცემთა დაცვა, შეფასებულია თუ არა რისკები, მიმდინარეობს თუ არა მონიტორინგი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain-ის მონაცემების კვლევისას კომისია კრიპტოვალუტებსაც იკვლევს. გასულ თვეში უწყებამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას ერთ-ერთი მთავარი გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წელს მოუწევდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მხრიდან გარდა მონაცემების მიწოდების, ხდება მონაცემთა საფუძვლიანი დამუშავებაც.

გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდების კომისია ასევე ითხოვს მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმებასაც. სააგენტო ასევე სთხოვს მონაწილე კომპანიებს, მოახდინონ კრიპტო მისამართების მქონე ინვესტორების იდენტიფიცირებაც.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისია პირველადი მონეტარული შეთავაზების კუთხითაც აქტიურად მუშაობს. ბოლო დროს გავრცელებული განცხადების თანახმად, კომისია ICO-ს აკრძალვას ან დამატებით რეგულაცისა საჭიროდ არ მიიჩნევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი