ჩინეთის ქალაქ Xi’an-ის კაფეში ბიტკოინ Cash-ით გადახდა შესაძლებელი იქნება

0
1582

ჩინეთის ქალაქ Xi’an- ში ახალი კრიპტოვალუტის კაფე გაიხსნება, რომელსაც Hash House-ი ეწოდება.

Hash House-ი არის ისეთი კაფე, სადაც მომსახურეობისთვის კრიპტოვალუტებით გადაიხდიან.

Hash House-ის ოფიციალური გახსნა აგვისტოს ბოლოს, “Blockchain-ის კარნავალზე” იგეგმება. “Blockchain-ის კარნავალი” 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, კაფეს ჩვეულებრივისგან განსხვავევბული ინტერიერი ექნება. Hash House-ში იქნება მაინინგის დანადგარი, სხვადასხვა კრიპტოვალუტის დეკორაცია და ასევე კრიპტო მაღაზია, სადაც მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა გაიყიდება.

კაფე Hash House-სს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება. როგორც ანონსდება, ყოველ კვირას სხვადასხვა საკითხის შესახებ სემინარები და ტრენინგები გაიმართება. სემინარებზე მოსული მსმენელი გარდა ცნობიერების ამაღლებისა, კრიპტოვალუტის სფეროს შესახებ სიახლეებსაც გაეცნობა.

კაფე კლიენტებს სასმელითა და საკვებით მოემსახურებმა სანაცვლოდ კი, Hash House-ის სტუმრები ბიტკოინ Cash-ით გადაიხდიან.

გარდა მაღაზიისა, Hash House-ს ექნება საკონფერენციო სივრცე და საგამოფენო დარბაზი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი