ფრენკი მაკდონალდი: ბიტკოინის სამიზნე დონე 12.000 დოლარია

0
1236

ფრენკი მაკდონალდი არის ინტერნეტ პერსონა, რომელიც ბიტკოინის ფასის შესახებ თავის პროგნოზს აქვეყნებს.

ბოლო ერთი კვირაა მაკდონალდი “ტვიტერზე” ბიტკოინის კურსის ზრდას პროგნოზირებდა. მისი აზრით, კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 12.000 დოლარზე არის მოსალოდნელი.

ანალიტიკოსი, ენტონი პომპილიანო კი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს.

მისი ვარაუდით, კრიპტოვალუტის კურსი 400.000 დოლარის დონეს გულისხმობს.

ენტონი პოპილიანოს აზრით, ფული ციფრული ალტერნატივით შეიძლება შეიცვალოს, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის ბაზარი საბოლოოდ გაფართოვდება.

მისი პროგნოზით, საბოლოოდ, ადამიანები ბიტკოინს აირჩევენ, რადგან ეს არის ვალუტა, რომელსაც მთავრობები ვერ აკონტროლებენ.

ცოტა ხნის წინ, ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წელს 100.000 დოლარს მიაღწევს.

BloxLive.tv-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს დიდი როლი აქვთ ფასების ზრდის ტენდენციის პროცესში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი